ფეხბურთი

11:05 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარა "ნაპოლისთვის" მოღალატე არაა, მას საჩემპიონო წვეულებაზეც დავპატიჟებდი"

იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლისთვის“ კვარაცხელიას არ უღალატია და არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც კვარამ იტალიური გუნდისთვის გააკეთა.

„ვფიქრობ, კვარაცხელია იმსახურებს „ნაპოლის“ სკუდეტოს და ის ორგზის ჩემპიონი გახდება, იტალიის და საფრანგეთის. პირადად მე, ჩემპიონობის შემთხვევაში, კვარას „ნაპოლის“ საჩემპიონო წვეულებაზეც კი დავპატიჟებდი. არასდროს დამიმალავს ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი სინანულია, ეს ყველაფერი როგორც დამთავრდა, მაგრამ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას „ნაპოლის“ მაისურით არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთა. არასოდეს დავეთანხმები მისთვის მოღალატის იარლიყს, ეს ნამდვილად არაკეთილშობილური საქციელის იმ ბიჭის მიმართ, რომელიც სისტემაში აღმოჩნდა, სადაც მთავარი პროტაგონისტი მისი მენეჯმენტია (აგენტები)“, - თქვა ჯორდანომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონობის შემთხვევაში ოქროს მედალს ქართველი ფეხბურთელიც მიიღებს, რომელმაც სერია A-ში პირველი წრე ითამაშა და ანტონიო კონტეს გუნდს 5 გოლით (პლუს 3 ასისტი) დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062598
სარეკლამო ადგილი - 99
X x X