ფეხბურთი

10:26 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალმა ჩემპიონთა ლიგაზე მბაპეს რეკორდი დაამხო

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაიტანა.

„ინტერის“ კარი ესპანელმა შემტევმა 17 წლისა და 291 დღის ასაკში დალაშქრა და ლიგის ამ ეტაპზე ამაზე პატარა ასაკში არავის გაუტანია. წინა რეკორდი კილიან მბაპეს ეკუთვნოდა, მაგრამ დღეიდან ის იამალისაა.

მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლი 2017 წელს, „მონაკოს“ მაისურით „იუვენტუსს“ 18 წლისა და 140 დღის ასაკში გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად, „ინტერთან“ მატჩი „ბარსელონას“ რიგებში ლამინისთვის უკვე მე-100 იყო...

მიმდინარე სეზონში იამალს უკვე 15 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჯამში 34 გოლში მიიღო მონაწილეობა (საგოლე პასი+გოლი), რა თქმა უნდა, საუბარია ყველა ტურნირზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10786