ფეხბურთი

11:55 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია დონარუმას: "აი, ნამდვილი MVP"

„არსენალი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის (0:1) საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ ვიტინია დაასახელა, რომელსაც სპეციალური ჯილდო გადასცეს.

ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგან პსჟ-ს რიგებში ჯანლუიჯი დონარუმა გამოირჩეოდა, რომელმაც გუნდი 5-ჯერ იხსნა. თუმცა, მატჩის შემდეგ ვიტინიამ დონარუმასთან გასახდელში ფოტო გადაიღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაასათაურა: „აი, ნამდვილი MVP“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მოხდა მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩის შემდეგ, როცა უეფამ MVP-ის ჯილდო უსმან დემბელეს გადასცა, მაგრამ ფრანგმა შემტევმა ჟურნალისტებს მაშინვე უთხრა, რომ ნამდვილი MVP დონარუმა იყო.

იტალიელი მეკარე მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და პსჟ-ს წარმატებულ შედეგებში შემტევებზე არანაკლები დამსახურება აქვს.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება. პსჟ 19 შემთხვევიდან 18-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა, როცა ევროთასის პლეი-ოფში პირველი მატჩი სტუმრად მოიგო. გამონაკლისია 2019 წელს „მანჩესტერთან“ მარცხი (2:0, 1:3).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119544