„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვილიამ პაჩომ „არსენალთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ერთიანი ოჯახი არიან და ერთად იმარჯვებენ.
„დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, შედეგით და გუნდის თამაშის სტილით. თითოეული ჩვენგანის ერთგულებით. აქ „არსენალის“ წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა გვთხოვა, კარგად ვითამაშეთ, ბედნიერები ვართ. ვიცი, რომ როდესაც ერთად ვთამაშობთ, როგორც გუნდი, ვერავინ დაგვამარცხებს. გულშემატკივრების მხარდაჭერა წარმოუდგენელია, განსაკუთრებულია. ერთად ვართ, ერთი გაერთიანებული ოჯახი და ერთად გავიმარჯვებთ“, - თქვა პაჩომ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება. პსჟ 19 შემთხვევიდან 18-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა, როცა ევროთასის პლეი-ოფში პირველი მატჩი სტუმრად მოიგო. გამონაკლისია 2019 წელს „მანჩესტერთან“ მარცხი (2:0, 1:3).