ფეხბურთი

2:06 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "ასეთი კვარაცხელია არასდროს მინახავს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ „არსენალი“ - პსჟ-ს მატჩის (0:1) საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

როგორც მან თქვა, არასდროს უნახავს, კვარაცხელიას ამდენი ერბინოს და ამ ფაქტით მოხიბლული დარჩა:

„ჩემთვის საუკეთესო კვარაცხელია იყო, მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან არასდროს მინახავს ისე ერბინოს, როგორც დღეს, სპალეტის „ნაპოლიშიც“ კი. მართალია, მაშინაც დარბოდა, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნება უწევდა, ისე არ დარბოდა, როგორც დღეს საღამოს. საუკეთესოდ ვიტინია დაასახელეს, მაგრამ ასევე, შეეძლოთ ჯილდო ნახევარდაცვაში ნებისმიერისთვის მიეცათ, მათი ფიზიკური მომზადებით მოხიბლული ვარ, ეს ხარისხთან ერთად განსხვავებას ქმნის“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 7 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073327
სარეკლამო ადგილი - 99
X x X