ფეხბურთი

15:37 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო ტაფარელი: "ძალიან რთული იქნება "ლივერპულში" მოსვლა და ალისონის ჩანაცვლება"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ კლაუდიო ტაფარელიმ, რომელიც ამჟამად "ლივერპულში" მეკარეების მწვრთნელად მუშაობს, Espn-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბრაზილიელმა გიორგი მამარდაშვილზე და ალისონ ბეკერის სიტუაციაზე ისაუბრა. მისი აზრით, ქართველ მეკარეს ძალიან გაუჭირდება ალისონს კონკურენციაში აჯობოს და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს.

"ალისონი ძალიან მაღალი დონეზე იმყოფება და საუკეთესო ფორმაშია. ის საკმაოდ გამოცდილია და მისი ასაკის გათვალისწინებით, ძალიან რთული იქნება ვინმესთვის აქ მოსვლა და მისი ჩანაცვლება. ვფიქრობ, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი კლუბის მხრიდან უფრო სამომავლო გეგმებზე გაკეთებული აქცენტი იყო" - განაცხადა ტაფარელიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულმა" გასულ ზაფხულს შეიძინა და იჯარის წესით "ვალენსიაში" დატოვა. ქართველი მეკარე "ლივერპულს" ზაფხულში შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062134