ფეხბურთი

0:45 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შანსი გამოიყენა და "ინტერს" გაასწრო (+VIDEO)

„ნაპოლიმ“ „ინტერის“ წაგებით იდეალურად ისარგებლა. თუ ორი ტურის წინ ანტონიო კონტეს გუნდი მილანურ გუნდს 3 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა 3 ქულით უსწრებს.

„ინტერმა“ ბოლო ორ ტურში წააგო, „ნაპოლიმ“ მოიგო, შედეგად - პლუს 3 ქულა.

„ნაპოლიმ“ 34-ე ტურში „ტორინოს“ უმასპინძლა და მოედანზე ერთადერთი ამბიციით გავიდა, რათა მოეგო და „ინტერი“ უკან მოეტოვებინა. კონტეს ბიჭებმა დავალება შესანიშნავად შეასრულეს. თამაშს ნეაპოლელებმა ინტრიგა პირველივე ტაიმში მოუკლეს, როცა სკოტ მაკტომინეიმ დუბლი შეასრულა.

შოტლანდიელი შესანიშნავ ფორმაშია, უკვე 11 გოლი დაუგროვდა და „ნაპოლის“ ისტორიაში ამდენი გოლი არცერთ ნახევარმცველს გაუტანია სადებიუტო სეზონში. მეორე ტაიმში „აძურიმ“ თავი მშვიდად დაიცვა და საქმე გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა - 2:0.

„ნაპოლის“ 74 ქულა აქვს, 3 ქულით გაასწრო „ინტერს“ და წინ 4 ტურია დარჩენილი. ანტონიო კონტეს გუნდს კონკურენტთან შედარებით ქაღალდზე უფრო მარტივი კალენდარი აქვს, არც სხვა ტურნირზე აქვს საფიქრალი, განსხვავებით „ინტერისგან“. მომდევნო ტურში „ნაპოლი“ 3 მაისს, „ლეჩეს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.078365
სარეკლამო ადგილი - 99
X x X