ფეხბურთი

0:09 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არანაირი ღირებულება, არანაირი ფერი": "ლეჩეს" პროტესტი და სერია A-ს სირცხვილი

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ლეჩემ“ „ატალანტასთან“ პროტესტის ფონზე ითამაშა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციისა და Lega Calcio-სკენ იყო მიმართული.

საქმე ისაა, რომ სამი დღის წინ „ლეჩეს“ ფიზიოთერაპევტი, 38 წლის გრაციანო ფიორიტა მოულოდნელად გარდაიცვალა, „ატალანტასთან“ მატჩისწინა დღეს, რის გამოც მთელი გუნდი ბერგამოდან ლეჩეში დაბრუნდა.

ეს მატჩი პარასკევს, 26 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ მომხდარი ტრაგედიის გამო ის გადაიდო, თუმცა მხოლოდ ორი დღით... სერია A-ს მესვეურებმა თამაშის მეტი ხნით გადადებაზე კატეგორიული უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს კალენდარი თავისუფალი აქვს და შეიძლებოდა, მათ სხვა დღეს ეთამაშათ.

დღეს, გუნდები მოედანზე გავიდნენ, „ლეჩე“ იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა და ისღა დარჩენოდა, რომ პროტესტი გამოეხატა. „ლეჩემ“ არ ითამაშა ტრადიციული ყვითელ-წითელი ფერის მაისურით, არამედ მოედანზე თეთრი მაისურით გავიდა, რომელსაც წარწერა ამშვენებდა - „არანაირი ღირებულება, არანაირი ფერი“.

მართლაც უცნაურია სერია A-ს შეფების გადაწყვეტილება, რადგან ასეთ რთულ მომენტში გუნდისთვის მძიმე იყო თამაში, მაგრამ მათი ინტერესი არავინ გაითვალისწინა.

"ლეჩემ" "ატალანტასთან" ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა - 1:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066022