უკრაინის ჩემპიონატის 26-ე ტურში ნიკა გაგნიძის „კოლოსი“ გიორგი მაისურაძის „პოლისიას“ დაუზავდა.
ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მაისურაძე საგოლე პასით გამოირჩა. გიორგის გადაცემით სტუმრებმა 46-ე წუთზე გახსნეს ანგარიში. მან მიმდინარე სეზონში მე-13 მატჩში მეორე საგოლე პასი მიითვალა.
„კოლოსი“ 28 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო „პოლისიას“ 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხეა.