ფეხბურთი

21:29 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გორდეზიანის გოლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „სარაევომ“ „ზელეჟნიჩარს“ 2:1 აჯობა, ვასილიოს გორდეზიანმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა 47-ე წუთზე პენალტით შეძლო მეტოქის კარის აღება და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

გიორგი გულიაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, რომელიც ბომბარდირთა დავაში 16 გოლით მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. „სარაევო“ 57 ქულით მესამე საფეხურზეა და მომდევნო ტურში 3 მაისს, „სლოგა დობოის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069416