ძიუდო

20:30 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ფინალში იტალიას 4:3 აჯობა.

არადა, ფინალი ისე მიდიოდა, რომ იტალია გაცილებით ახლოს იყო მოგებასთან, 3:1-ს იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგეს და ოქროს მედალიც დაისაკუთრეს.

თავიანთი ბრძოლები მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილმა მოიგეს. სწორედ, სომხიშვილის ბრძოლამ გადაწყვიტა ჩემპიონის ვინაობა. საქართველო ამ ფორმატში მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელ ვერცხლიც აქვს მოპოვებული და აღსანიშნავია, რომ სულ ხუთჯერ ჩატარდა შერეული გუნდური ჩემპიონატი.

ფინალამდე ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა მერვედფინალში საქართველომ აზერბაიჯანს 4:0 აჯობა სოფიო სომხიშვილის, გურამ თუშიშვილის, ეთერ ლიპარტელიანის და ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვებებით, მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 სძლია, ამჯერად თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ იმარჯვეს.

ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე გერმანია იყო და ისევ მარტივი მოგება - 4:0. ლიპარტელიანმა, მიხეილ ბახბახაშვილმა, ჭანტურიამ და მაისურაძემ მოიგეს თავიანთი შეხვედრები.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ პირველობაში საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა და ილია სულამანიძემ, ხოლო ვერცხლის მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074739
სარეკლამო ადგილი - 99
X x X