ფეხბურთი

18:27 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის საგოლე პასი "ფიორენტინასთან" (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ემპოლი“ ტოსკანურ დერბიში „ფიორენტინასთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა, მაგრამ საბა გოგლიჩიძემ საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი მცველი 57-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, საიდანაც იაკოპო ფაცინიმ ერთი შეხებით გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა, პრესტიჟის გოლი გაიტანა, რადგან „ემპოლი“ მანამდე 0:2 მარცხდებოდა.

საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩი აქვს ჩატარებული, სამჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა. ეს მისი სადებიუტო შედეგიანი მოქმედება იყო იტალიურ კარიერაში.

„ემპოლის“ 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 21 მატჩი (აქედან სამი იტალიის თასზე), ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 19-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 6 ფრე, 13 წაგება. შედეგად, „ემპოლი“ 25 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 მაისს, „ლაციოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12208