„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის ფინალში „რეალთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვამაყობ ამ გუნდით, ამ კლუბით. აქ ყველა ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად. ეს მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და მოთამაშეთა შესანიშნავ ჯგუფთან ვმუშაობ აქ ყველა ყოველდღე შრომობს“, - თქვა ფლიკმა.
ფინალის შემდეგ კომენტარი ლამინ იამალმაც გააკეთა: „თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ თუ ერთ გოლს გავუშვებდით, პრობლემა არ იყო, არც ორი გოლის გაშვება, რადგან წელს ისინი უბრალოდ ვერ დაგვამარცხებდნენ. ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში მეორე ტიტული მოიგო - ესპანეთის სუპერთასი და ესპანეთის თასი. კიდევ ორი ტიტულის მოგების შანსი აქვს - ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის.