ინგლისის ლიგა 1-დან (რანგით მესამე დივიზიონი) ჩემპიონშიფში „ვრექსემი“ გადავიდა, უელსური კლუბი.
ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი, უჩვეულო ამბავია: „ვრექსემი“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში მოახერხა დივიზიონიდან დივიზიონში აღზევება.
2022-2023 წლების სეზონში „ვრექსემი“ ლიგა 2-ში აღზევდა, გასულ სეზონში ლიგა 1-ში, ახლა ჩემპიონშიფში! ზედიზედ სამი წარმატებული სეზონი... კლუბში არ მალავენ, რომ მათი მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა და ახლა იქამდე ერთადერთი ნაბიჯი რჩება.
„ვრექსემმა“ ისტორია „ჩარლტონთან“ გამარჯვებით (3:0) დაწერა. ლიგა 1-დან ჩემპიონშიფში მის გარდა, „ბირმინგემ სიტი“ გადავიდა, მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფით გაირკვევა.