გერმანიის ხელბურთის ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახმა“ „პოსტდამი“ დაძაბულ ბრძოლაში 31:27 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ხელბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.
გიორგიმ მეტოქის კარი 6-ჯერ დალაშქრა და თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო.
„გუმერსბახი“ 26 თამაშში მოპოვებული 30 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 მაისს, „ლემგოს“ ესტუმრება.