ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ზელიმ წკაევს აჯობა და შანსი აქვს ტურნირი მეოთხედ მოიგოს.
ფინალში ტატოს მეტოქე ტემურ არბუზოვi იქნება. ფინალური ბლოკო 18:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში აჩვენებს.