ფეხბურთი

12:59 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს

33 წლის ბელგიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" დატოვებს, ეს ინფორმაცია უკვე არ ახალია, რომელიც თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო.

როგორც Daily Star-ი იტყობინება დე ბრუინი შესაძლოა თავის ყოფილ კლუბს ლონდონის "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. წყაროს ცნობით "არისტოკრატებმა" ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბელგიელი ფეხბურთელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ცნობისთვის, ლონდონის "ჩელსიმ" კევინ დე ბრუინი 2012 წელს 9 მილიონად იყიდა, თუმცა ჯერ "გენკში" გაანათხოვრეს, შემდეგ "ვერდერში", 2104 წელს კი, 15 მილიონის სანაცვლოდ "ვოლსფბურგში" გაყიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125439