ფეხბურთი

0:18 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუდორი: "დღეს ყველაფერი გვაკლდა, მოგება მხოლოდ სქემებით არაა შესაძლებელი, აგრესიაც საჭიროა"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „პარმასთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ამ შეხვედრაში უბრალოდ ყველაფერი დააკლდათ.

„დღეს ყველაფერი დაგვაკლდა, მეორე ტაიმში ბევრს ვუტევდით, მაგრამ სახიფათო ნაკლებად ვიყავით. გოლი გავუშვით 40-მეტრიანი ჩაწოდებით, რომელიც არ შეიძლება, რომ გაუშვა. ვწუხვართ, მაგრამ წინ უნდა წავიდეთ. კიდევ 5 მატჩი რჩება და ქულები გასათამაშებელია.

შეიძლებოდა მეტის გაკეთება, როდესაც ბურთი მოედნის ბოლო 25 მეტრში გაქვს, კარში უნდა გაიტანო. ბურთი საჯარიმოში 20-ჯერ ჩავაწოდეთ, მაგრამ გოლის გასატანად საჭირო ცივსისხლიანობა გვაკლია. ბიჭებს ვუთხარი, რომ თამაშებს მხოლოდ სქემები და სისტემები კი არ იგებს, არამედ, პირველ რიგში აგრესიულობა და სხვა ასპექტები“, - თქვა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 33 ტურის შემდეგ 59 ქულით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06264