"ლიონში", სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს უთანხმოებაა, ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწვრთნელის პაულო ფონსეკას გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი არიან.
აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Progres-ი ავრცელებს. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ლიონი" ჯერ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან", შემდეგ კი დერბში "სენტ-ეტიენთან" დამარცხდა.
წყაროს ცნობით, გუნდის კაპიტანი ალექსანდ ლაკაზეტი, ვიცე კაპიტანი კორენტინ ტოლისო და ნემანია მატიჩი უკმაყოფილონი არიან ფონსეკას გადაწყვეტილებით, საუბარია მნიშვნელოვან მატჩებში მათ ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაყენებას (იგულისხმება: გიორგი მიქაუტაძე, რაიან შერკი და მუსა ნიახატე).
ფეხბურთელები თვლიან, რომ ფონსეკა ამით გუნდში ავტორიტეტის მოპოვებას ცდილობს და ამიტომ არ ათამაშებს გამოცდილ ფეხბურთელებს. ფრანგულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ნემანია მატიჩსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ 30 ტურის შემდეგ 51 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 აპრილს, „რენს“ უმასპინძლებს.