ფეხბურთი

1:17 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" დიდი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგისკენ

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.

ეს იყო უშუალო კონკურენტთა დაპირისპირება, რომელშიც „სიტიმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

მეშვიდე წუთზე ბერნარდო სილვას გოლით წინ გავიდნენ მანჩესტერელები, რასაც მალევე მარკუს რაშფორდმა პენალტით უპასუხა. მატჩი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 94-ე წუთზე მათეუშ ნუნიეშმა პეპ გვარდიოლას გუნდს ვინძლო, გადამწყვეტი თამაში მოაგებინა.

„მანჩესტერ სიტი“ 61 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა და მომდევნო ტურში „ვულვზს“ უმასპინძლებს, ხოლო „ასტონ ვილა“ 57 ქულით მეშვიდეა და წინ „ფულჰემთან“ საშინაო მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061567