ფეხბურთი

0:37 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენი" ლიგა 1-ში ისევ დაუმარცხებელია

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა - 1:1.

პსჟ 33-ე წუთზე ვიტინიას გოლით დაწინაურდა, რასაც დუგლას აუგუსტომ 83-ე წუთზე უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 71-ე წუთამდე იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედების გარეშე.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, ქართველის აქტივში 12 მატჩში ორი გოლი და სამი საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა. ახლა მისი მიზანია, რომ ლიგა 1 დაუმარცხებლად დაასრულოს, სადაც 30 ტურში 24 მოგება და 6 ფრე აქვს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ნიცას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059309