ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსიამ“ „ესპანიოლს“ უმასპინძლა, რომელსაც საკუთარ მოედანზე დაუზავდა - 1:1.
კატალონიელები პირველ ტაიმში პუადოს გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ხავი გერამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 2 მოგერიება მიითვალა. ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 33 მატჩი აქვს ჩატარებული და კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა. „ვალენსიას“ ლა ლიგაში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 4 ფრე.
„ვალენსია“ 39 ქულით „ესპანიოლთან“ ერთად მე-13 და მე-14 ადგილებს იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 3 მაისს, „ლას პალმასს“ ესტუმრება.