ფეხბურთი

2:25 | 22.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინი: "მაღალ დონეზე თამაში კვლავ შემიძლია, მაგრამ "სიტიმ" ახალი კოტრაქტი არ შემომთავაზა"

„მანჩესტერ სიტის“ სეზონის ბოლოს კევინ დე ბრუინი დატოვებს და როგორც თავად აღნიშნა, ეს კლუბის გადაწყვეტილებაა.

ბელგიელმა თქვა, რომ მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია, მაგრამ კლუბმა ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა:

„მთელი სეზონის განმავლობაში არანაირი შეთავაზება არ მიმიღია, მათ უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღეს. ცხადია, ცოტა გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ ეს უნდა მივიღო. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია ამ დონეზე ჩემი მაქსიმუმის გაკეთება, რასაც ვაჩვენებ, მაგრამ მესმის, რომ კლუბებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ“, - თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ დღემდე 416 მატჩში 107 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072248