„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ განაცხადა, რომ მათ ყველა ტიტულის მოგება სურთ და რომელიმეზე არჩევანის გაკეთებას არ აპირებენ.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა დაადასტურა, რომ ვოიცეხ შჩესნის კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ.
„შჩესნი დიდი გამოცდილების მქონე მეკარეა. გვქონდა შანსი, რომ შემთხვევით აგვეყვანა, ვიცოდით, რომ ბევრის მოცემა შეეძლო. შემდეგ დამსახურება ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ეკუთვნით მათი ყოველდღიური შრომისთვის. კმაყოფილები ვართ შჩესნის თამაშით და ის აუცილებლად დარჩება მომდევნო სეზონშიც.
სეზონის დასაწყისში გუნდის მიზანი იყო ყველა ტიტულისთვის ბრძოლა. სხვა არაფერს მივიღებთ. ახლა კარგ ფორმაში ვართ, თავდაჯერებულები და თითქმის, ყველა მზადაა. გამარჯვება თუ წაგება პროცესის ნაწილია, მთავარია, კონკურენცია და ჯერჯერობით წარმატებას მივაღწიეთ“, - თქვა დეკუმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ სამივე ტიტულის მოგების შანსი აქვს - ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის.