„ლიონის“ კაპიტან ალექსანდრ ლაკაზეტს გიორგი მიქაუტაძესთან კონკურენციაზე ჰკითხეს, რასაც ფრანგმა ფეხბურთელმა შემდეგნაირად უპასუხა:
„კონკურენცია მიქაუტაძესთან? არა, ეს სიტუაცია ახალი არ არის. მწვრთნელი ყოველთვის ამბობდა, რომ ყველა მატჩი განსხვავებულია და რომ, ის სტრატეგიის მიხედვით ერგება სიტუაციას. მწვრთნელი მოითხოვს, რომ ნებისმიერ მომენტში მოედანზე გასასვლელად მზად უნდა ვიყოთ“, - თქვა ლაკაზეტმა.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 30 მატჩი, 9 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.