ლეგენდარული არგენტინელი მეკარე უგო გატი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გატი 1966-1977 წლებში არგენტინის ნაკრების მეკარე იყო, რომლის მაისურით ჯამში 18 მატჩი ჩაატარა. კარიერის საუკეთესო წლები 1976-1988 წლებში „ბოკა ხუნიორსში“ ჰქონდა, სადაც 400-მდე შეხვედრა მიითვალა.
გატი ასევე თამაშობდა „რივერ პლეიტის“, „ხიმნასია ლა პლატასა“ და „უნიონ სანტა ფეს“ რიგებში.