საფრანგეთის TOP 14-ში დავით ნინიაშვილის "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" უმასპინძლა და მეტოქე 32:23 დაამარცხა.
ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი ტრავმის შემდეგ, რომელიც 29 მარტს მიიღო მოედანს პირველად დაუბრუნდა და წარმატებითაც, მან თავისი გუნდის დახმარება გატანილი ლელოთი და წარმატებით შესრულებული გარდასახვით მოახერხა.
მიმდინარე სეზონში დავით ნინიაშვილს TOP 14-ში 17 თამაში აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 ლელოა.