კალათბურთი

10:23 | 21.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის "ორლანდო" პლეი-ოფის პირველ მატჩში "ბოსტონთან" უშანსოდ დამარცხდა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "ბოსტონს" ესტუმრა და სერიის პირველ შეხვედრაში უშანსოდ 86:103 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი კალათბურთელის გუნდმა კარგად ჩაატარა და შესვენებაზე ერთ ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მასპინძლები შესვენების შემდეგ კარგად დაბრუნდნენ და მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 30:18 მოიგეს, ამ ყველაფერმა კი, მატჩის საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა იქონია.

გოგა ბითაძეს აღნიშნულ მატჩში სათამაშოდ მხოლოდ 1:14 წუთი დაუთმეს, რა დროშიც ქართველმა შედეგიანი ქმედების გაკეთება ვერ მოასწრო.

ცნობისთვის, "ბოსტონი" სერიაში 1:0 იგებს, გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 24 აპრილს გაიმართება, მატჩი კვლავ "ბოსტონის" საშინაო არენაზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119883