ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატზე არ იჭიდავებს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად განაცხადში იყო.
ქართველი ძიუდოისტი კონტინენტის პირველობას ჩაეხსნა, მის ნაცვლად 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი გამოვა, ასევე, ლუკა მაისურაძეც, რადგან წონა გაორებულია.
აქვე გეტყვით, რომ ლაშა ბექაურს პარიზის ოლიმპიადის შემდეგ არცერთ ოფიციალურ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ასე რომ, პაუზა საკმაოდ ხანგრძლივია.