ფეხბურთი

11:38 | 20.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ჩემგან ყველა პირველ ან მეორე ადგილს ითხოვს, გამაგებინეთ, რატომ?!"
"კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი გავყიდეთ და მაინც შესანიშნავი შედეგი გვაქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მონცასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც ჩანს, ის რაღაც საკითხებით უკმაყოფილოა და კიდევ ერთხელ ჰქონდა ისეთი ნარატივი, რომ კითხვები გააჩინა თავის მომავალთან დაკავშირებით.

„ნეაპოლში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ძალიან კარგად ვარ ოჯახთან ერთად ინტეგრირებული, ცენტრში ვცხოვრობ, სახლიდან ზღვა ჩანს, საჭმელი შესანიშნავია, ხალხიც ძალიან კარგად მეპყრობა. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, პასუხისმგებლობებიც მაქვს და ხშირად, თქვენ, ჟურნალისტები, პირველები მეუბნებით, რომ უნდა მოვიგო ან უარეს შემთხვევაში მეორე ადგილზე გავიდე. მაგრამ რა მიზეზით? ნება მომეცით, ეს გავიგო, რატომ უნდა დამაკისროთ ეს პასუხისმგებლობა? სამწუხაროდ, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და არ მინდა, ხალხს იმედები გავუცრუო, სერიოზულად უნდა დავგეგმოთ რაღაცები, რაც დროთა განმავლობაში უნდა გაკეთდეს. დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტს და მის ოჯახს, მაგრამ მივხვდი, რომ ნეაპოლიტანელ გულშემატკივარს გამარჯვება სურს და თუ ვერ იმარჯვებს, შემდეგ ცუდად გექცევა. ნეაპოლელი ქომაგი არ კმაყოფილდება მხოლოდ პიცით, ზღვით ან სიმღერით, გამარჯვება სურს. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ სხვებსაც უნდა ჰქონდეთ პატივისცემა ჩემ მიმართ, რაც ხშირად არ ხდება.

ბედნიერები ვართ, რადგან „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, რაც ფინანსურ შემოსავალსაც ნიშნავს. კვარაცხელიასნაირი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გავყიდეთ, მაგრამ მაინც ასეთი შედეგი გვაქვს, რაღაც არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს.

ყველაფერს ვაკეთებ, საკუთარ თავზე ზეწოლა უნდა მოვახდინო, მაგრამ ასევე შესაბამისი იარაღებიც უნდა მქონდეს. არ მინდა, მარტო ვიყო, თუ ერთად შევძლებთ თავის დაცვას შესანიშნავია. არ მინდა, სასწაულშემოქმედი ვიყო, არამედ გეგმა გვქონდეს. პრეზიდენტის მიმართ პატივისცემა მაქვს, მათ დახმარება მთხოვეს და მეც დახმარება გავუწია. სირთულეების მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვან მენტალურ ბაზას ვქმნით, ვფიქრობ, გულშემატკივრები კმაყოფილები უნდა იყვნენ. წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონობაში „ინტერს“ შეეცილებოდა, დასცინებდნენ.

გუნდში დარჩენის პერსპექტივაზე ღია ვარ, მაგრამ „ნაპოლიში“ გამარჯვება სურთ და არ ვიცი, არის თუ არა, ამის საშუალება. ვინც კონტეს იმატებს, ამბობს, ან პირველზე უნდა გახვიდე ან მეორეზე, თუნდაც წინა სეზონი მეათე ადგილზე გქონდეს დასრულებული, მხოლოდ ევროსაგზურისთვის ბრძოლა არ კმარა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „მონცასთან“ 71 ქულა დააგროვა და „ინტერს“ გაუთანაბრდა, ყოველ შემთხვევაში ერთი დღით მაინც, სანამ „ნერაძური“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდება. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 27 აპრილს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065069
სარეკლამო ადგილი - 99
X x X