ფეხბურთი

17:59 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის "ვალენსიამ" ლა ლიგაში წაუგებელი სერია გაზარდა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდში, „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და წაუგებელი სერია შვიდამდე გაზარდა.

45-ე წუთზე „რაიო“ სესარ ტორეგას ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც 75-ე წუთზე უმარ სადიქმა უპასუხა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 3 მოგერიება ჰქონდა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარება. ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა.

„ვალენსია“ 32 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 აპრილს, „ესპანიოლს“ უმასპინძლებს, რომელსაც მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062554
სარეკლამო ადგილი - 99
X x X