ფეხბურთი

13:51 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმი: "მხოლოდ ევროპა ლიგა გვაინტერესებს, პრემიერლიგაში ახალგაზრდებს ვათამაშებთ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა თქვა, რომ პრემიერლიგის დარჩენილი მატჩები გუნდს არ აინტერესებს და მხოლოდ ევროპა ლიგის მოგებაზე ფიქრობენ.

„დღეიდან პრემიერლიგაში თამაშის უფლებას ახალგაზრდებს მივცემ, ეს რისკია, მაგრამ გულშემატკივრებმა უნდა გაგვიგონ, რომ მხოლოდ ევროპა ლიგაზე ვფიქრობთ“, - თქვა ამორიმმა.

„მანჩესტერის“ ერთადერთი მიზანი ახლა ევროპა ლიგის მოგებაა, რაც არა მხოლოდ ტიტულის, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი იქნება. პრემიერლიგაში კი, ამორიმის გუნდი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 38 ქულით მე-14 ადგილზეა, არც გავარდნა ემუქრება და ვერც ევროზონაში მოხვედრას შეძლებს.

ევროპა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერი“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. ფინალიც სწორედ ბილბაოშია, „სან მამესზე“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077993