ფეხბურთი

19:49 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა მამაცაშვილმა "მალმიოსთან" გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა (+VIDEO)

შვედეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საბა მამაცაშვილის „სირიუსი“ სტუმრად „მალმიოს“ დაუზავდა (1:1), ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

მამაცაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთამდე ითამაშა. მან მე-10 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, როცა კუთხური ჩაახვია და შესანიშნავი გოლი გამოუვიდა. ეს მისი სადებიუტო გოლია შვედურ კლუბში, რომელსაც ზაფხულში შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში მამაცაშვილის აქტივში თითო გოლი და საგოლე პასია.

„სირიუსი“ 4 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 23 აპრილს, „ელფსბორგს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063188
სარეკლამო ადგილი - 99
X x X