ფეხბურთი

19:14 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "კვარას სიტუაციიდანაც მივხვდი, რომ "ნაპოლიში" ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მონცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც მან თქვა, „ნაპოლიში“ რაღაცების გაკეთება შეუძლებელია, რაშიც დროთა განმავლობაში დარწმუნდა, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის სიტუაციიდანაც:

„წლის დასაწყისში ბევრი რამ ითქვა, თუნდაც ჩემი მხრიდან. ზოგი რამის დადასტურება შემიძლია, ზოგის - არა. ყველაფერს ვეღარ დავადასტურებ, რაც ვთქვი. კვარაცხელიას ტრანსფერის სიტუაციიდანაც ნათელია, რომ, როდესაც ვთქვი, „ნაპოლი“ არ უნდა ყოფილიყო შუალედური, ნაბიჯის გადასადგმელი კლუბი, ვერ დავადასტურებ. ამიტომ, არ მინდა მატყუარად ჩამთვალონ. „ნაპოლიში“ გატარებული 8 თვის განმავლობაში მივხვდი, რომ აქ ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლებელია. კონკრეტულად? უკვე ვთქვი, რაც უნდა მეთქვა, დაკონკრეტება საჭირო არაა.

„მონცასთან“ მატჩი? პირველ რიგში შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, გარდა ამისა, შეგვიძლია მივუახლოვდეთ მიზანს, რომელიც სეზონის დასაწყისში გათვალისწინებული არ იყო და ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. უნდა გავაგრძელოთ ოცნება, ადვილი არ არის, არც აქამდე იყო და მომავალშიც არ იქნება, კიდევ გვაქვს გადასალახი დაბრკოლებები. 3 თვეა სტუმრად არ მოგვიგია, ეს უტყუარი ფაქტია, მაგრამ მეორე ადგილზე ვართ 3-ქულიანი ჩამორჩენით და არც წაგვიგია, თუ „კომოსთან“ მატჩს არ ჩათვლით. ამასთან იყო მატჩები, როცა არ გაგვიმართლა და მოგებას ვიმსახურებდით, მაგალითად, რომში, „ლაციოსა“ და „რომასთან“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 68 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 3 ქულით ჩამორჩება „ინტერს“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118928
სარეკლამო ადგილი - 99
X x X