რაგბი

17:41 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა.

ჩვენი ქვეყნის გუნდმა ჯგუფის ბოლო შეხვედრა ირლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა და 21-26 წააგო. აღნიშნულ შეხვედრაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქის ჩათვლის წერტილი სამჯერ აიღეს. ლელოები დავით არობელიძემ, დათა ახვლედიანმა და ლუკა ტაბატაძემ მიითვალეს, ხოლო გარდასახვები ზუსტად ლუკა ჭაკუამ შეასრულა.

ზურაბ ამონაშვილის გუნდი ირლანდიის გარდა იტალიისა და უელსის ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა და სამივე თამაშში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066582