ფეხბურთი

11:10 | 18.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმი: "ლიონთან მატჩამდე 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დოკუმენტურ ფილმს ვუყურე"

მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა "ლიონთან" ევროპა ლიგის მეოთხედფინალში დრამატული გამარჯვების (5:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, "ლიონთან" მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს უყურა (ფინალი, სადაც "მანჩესტერმა" "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა).

"შთაგონებისთვის ლიონთან მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე, 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე. სასწაული საღამო იყო, რომელიც ამ კლუბის ისტორიაში დარჩება. თითქოს 2:4-ზე ყველაფერი დასრულებული იყო, ფეხბურთელებიც დაღლილები იყვნენ, მაგრამ არა ამ სტადიონზე, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. იმ გულშემატკივრებზე ვფიქრობ, რომლებმაც ნაადრევად გადაწყვიტეს სახლში წასვლა. როდესაც მეოთხე და მეხუთე გოლები გავიტანეთ სტადიონის ხმა იყო ისეთი, რომელიც ჯერ არასდროს მინახავს, სასწაული ემოციები იყო. ახლა უნდა შრომა გავაგრძელოთ და ფოკუსირება ნახევარფინალზე მოვახერხოთ, რადგან ევროპა ლიგის მოგება შევძლოთ." - განაცხადა ამორიმმა

ცნობისთვის მანჩესტერ "იუნაიტედი" ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ატლეტიკ ბილბაოს" დაუპირისპირდება. შეხვედრები 1-8 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114129