ლონდონის „ჩელსიმ“ კონფერენს ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე ვარშავის „ლეგიასთან“ 1:2 წააგო, მაგრამ ნახევარფინალში მაინც გავიდა.
საქმე ისაა, რომ ენცო მარესკას გუნდს სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა.
შვედურ „დიურგარდენს“ შინ 0:1 ჰქონდა წაგებული ვენის „რაპიდთან“, მაგრამ ავსტრიულ გუნდს გასვლაზე 90 წუთში 2:1 აჯობა, ხოლო შემდეგ დამატებით დროში კი, კიდევ ორი გოლი გაუტანა და საბოლოოდ, თამაში 4:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა.
მანამდე ნახევარფინალის საგზური „ბეტისმა“ და „ფიორენტინამ“ მოიპოვეს.
კონფერენს ლიგის ნახევარფინალური მატჩები 1-8 მაისს გაიმართება, წყვილები ასეთია: „ბეტისი“ – „ფიორენტინა“ და „ჩელსი“ – „დიურგარდენი“.