ფეხბურთი

22:20 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" წაგებების სერია შეწყვიტა და "დილა" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტური „დინამო თბილისის“ და „დილას“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში ანგარიში მალევე გაიხსნა: 53-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო სამ წუთში ლეო ასუნსეუმ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში „დილამ“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, რომელიც ბლანკსონ ანოფის აქტივშია, რომელმაც 94-ე წუთზე გაიტანა.

„დინამო თბილისმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, 14 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 25 აპრილს, „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს. „დილას“ 17 ქულით მესამე ადგილი უკავია და წინ „გარეჯთან“ მატჩი აქვს.

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 მორჩილაძე (53), 2:0 ასუნსეუ (56), 2:1 ანოფი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066097