ფეხბურთი

20:21 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" დირექტორი: "ნახევარფინალში უფრო იღბლიანი გუნდი გავიდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ინტერთან“ მატჩისა (2:2) და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, „ინტერი“ უფრო იღბლიანი გუნდი იყო და ნახევარფინალშიც ამიტომ გავიდა:

„როდესაც ასეთ სტილში გამოეთიშები ასპარეზობას, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება არსებობს. არ ვფიქრობ, რომ ორი მატჩის ჯამში „ბაიერნი“ უფრო ცუდი იყო, ალბათ, უფრო იღბლიანმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა.

„ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ და ორი გოლი სტანდარტულიდან გავუშვით. შემდეგ მოვახერხეთ გათანაბრება და მესამე გოლის გატანის შანსიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევძელით. მიუნხენის ფინალში თამაშზე ოცნება აქ სრულდება.

ახლა ამ გამოცდილებიდან მხოლოდ უნდა ვისწავლოთ. წინ გველოდება მსოფლიოს ჩემპიონატი, ხოლო ხუთ თვეში ისევ ჩემპიონთა ლიგა, იმედგაცრუების განცდა ბუნებრივია, მაგრამ მილანს თავაწეულები ვტოვებთ“, - თქვა ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს მიუნხენში გაიმართება, თუმცა „ბაიერნის“ გარეშე, რადგან გერმანული გუნდი „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062098