საქართველოს 15-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ პირველი, ისტორიული შეხვედრისთვის დამწყები 15 მოთამაშე დაასახელა.
ჩვენი გუნდი სადებიუტო შეხვედრას ხვალ, 18 აპრილს ქუთაისში, „აია არენაზე“ ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც აზიის ჩემპიონატისთვის ემზადება. მატჩი 15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების განაცხადში 26 გოგონაა და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეხვედრაში მონაწილეობას 26 გოგონა მიიღებს. ჩვენი გუნდის პირველი კაპიტანი თეონა ჩიტაიშვილი იქნება.
ქართველი და ყაზახი გოგონები მეორე თამაშს 24 აპრილს გამართავენ.
18 აპრილი. ამხანაგური მატჩი
ქუთაისი. „აია არენა“. 15:00
საქართველო ქ. - ყაზახეთი ქ.
საქართველო
ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. მარიამ გოგოუაძე, 13. ანანო ხაბულიანი, 12. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 11. მარიამ ბერაძე, 10. ანა პოღოსიანი, 9. სალომე საღარაძე;
შერკინება: 1. ანა რურუა, 2. ანასტასია ახვლედიანი, 3. ანა კაპანაძე, 4. ნინო გუგუჩია, 5. ვერა კუნდუხაშვილი, 6. ანა დათიაშვილი, 7. ლიკა ხუფენია, 8. სალომე მაკასარაშვილი.
მარქაფა: მარიამ სიხარულიძე, კირა დანელია, ტატა ბუზალაძე, ნინო გოგოლიძე, გურანდა ხიჯაკაძე, ნინო დოლენჯიშვილი, ნინო წიკლაური, თინათინ გორდეზიანი, ინგა კაზაროვა, მირანდა სააკიანი, ანი ჩინჩალაძე.
RUGBY.GE