ფეხბურთი

2:26 | 17.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "პსჟ შესანიშნავ ფორმაშია, ლამაზი მატჩები იქნება"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „რეალთან“ გამარჯვებისა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს შედეგი იმის გათვალისწინებითაა, თუ როგორ მიაღწიეს მას.

„ძალიან ბედნიერები ვართ, კლუბის ისტორიაში ეს მესამე ნახევარფინალია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვახერხეთ ნახევარფინალში გასვლა. მადრიდში თამაში ადვილი არ იყო, მაგრამ მენტალურ დარტყმას გავუძელით, ემოციურ დონეზეც. 16 წლის შემდეგ ნახევარფინალში გასვლა შესანიშნავი მიღწევაა.

დღეს დილით გვარდიოლას ტელეფონით ვესაუბრე. მასთან 4 მშვენიერი წელი გავატარე და ჩემთვის შთაგონების წყაროა, არ ვფიქრობ, რომ მის გარეშე აქ ვიქნებოდი, მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ.

ანჩელოტი? ის ძალიან თბილი ადამიანია, მატჩის შემდეგ მისურვა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

პსჟ? ამ გუნდის წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ, შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ გვიხარია, რომ ნახევარფინალში ვართ, ლამაზი მატჩები იქნება“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აქამდე ორჯერ ყოფილა - 2006 და 2009 წლებში. ამჯერად ის პსჟ-ს დაუპირისპირდება, რომელსაც ფაზის ეტაპზე, 2024 წლის ოქტომბერში ლონდონში 2:0 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064714
სარეკლამო ადგილი - 99
X x X