ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად იტალიური „ტორტონა“ 77:64 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. შერმადინმა 26 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, შესაბამისად, ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან. გიორგიმ 11-დან 10 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტამბოლის „გალათასარაის“ შეხვდება, პირველი მატჩი 9 მაისს, ესპანეთში შედგება.