ფეხბურთი

2:55 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო კოვაჩი: "2025 წელს "ბარსა" პირველად დამარცხდა, ეს ბევრ რამეს ამბობს, შეგვიძლია ვიამაყოთ"

„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა „ბარსელონასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა.

გერმანულმა გუნდმა საპასუხო თამაში კი მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდა, ხოლო ხორვატი სპეციალისტი თავისი გუნდით ამაყია:

„მნიშვნელოვანი იყო ეგრევე გოლის გატანა, მეორე გოლის შემდეგ კი, ვფიქრობდი, რომ კიდევ შეგვეძლო, მაგრამ ავტოგოლი იყო, რამაც ყველაფერი შეცვალა. თუმცა, კმაყოფილი ვარ იმით, რაც გუნდმა გააკეთა.

რა თქმა უნდა, ბარსელონაში შედეგით იმედგაცრუებული ვართ, რადგან მაშინ კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც დღეს ვაჩვენეთ. ძალიან განსხვავდებოდა ეს მატჩი პირველი თამაშისგან, უფრო მამაცები ვიყავით, მეტი გამბედაობა გვქონდა, „ბარსელონასთან“ ასე თამაში პატივის ღირსია, რომელიც 2025 წელს პირველად დამარცხდა და ეს ბევრს ამბობს, შეგვიძლია ჩვენი თავით ვიამაყოთ“, - თქვა კოვაჩმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 2025 წელს პირველად დამარცხდა, ხოლო ნახევარფინალში „ბაიერნს“ ან „ინტერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065228
სარეკლამო ადგილი - 99
X x X