ფეხბურთი

18:34 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯუდ ბელინგემი: "ბოლო დღეებში გასახდელში ყველაზე ხშირად სიტყვა ქამბექი ისმოდა"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს ჯუდ ბელინგემს სჯერა, რომ „არსენალთან“ 0:3 წაგების მიუხედავად, საპასუხო მატჩში სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ.

ინგლისელმა ნახევარმცველმა მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა:

„როდესაც ლონდონში სტადიონიდან ავტობუსში დავბრუნდით, ყველას გვჯეროდა, რომ ქამბექი შესაძლებელი იყო. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე მხოლოდ ქამბექია შესაძლებელი, კლუბის ისტორიის წყალობით თავდაჯერებულობა გვაქვს. ბოლო დღეებში გასახდელში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა სწორედ ქამბექია.

0:3 წავაგეთ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია, მაგრამ რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ქამბექს მოვახერხებთ. ეს სასიამოვნო გრძნობაა, ეს ნიშნავს, რომ ისეთ კლუბში ხარ, როგორიც სხვა არ არის, საუკეთესო კლუბში. ამას თან ახლავს ზეწოლა, თუმცა გვსურს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. დეკლან რაისი? მისგან საჯარიმო დარტყმები გასაკვირი იყო, აქამდე არასდროს მინახავს მისგან მსგავსი ქმედება“, - თქვა ბელინგემმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „არსენალის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06646
სარეკლამო ადგილი - 99
X x X