ჩინეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“ სტუმრად „ცინდაო“ 5:1 გაანადგურა, ხოლო ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გამოირჩა გოლით და საგოლე პასით.
ყაზაიშვილმა მეტოქის კარი 55-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 20 წუთის შემდეგ საგოლე პასი მიითვალა, როცა კრიჟანმა შეძლო თავის გამოჩენა.
ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„შანდონ ტაიშანი“ 7 ტურის შემდეგ 16 ქულით ლიდერობს ჩინეთის ჩემპიონატს, მომდევნო ტურში კი, 19 აპრილს, „ბეიჯინგ გუოანს“ ესტუმრება.