ფეხბურთი

12:46 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერის“ თავდამსხმელით დაინტერესდა

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი" ლევერკუზენის „ბაიერის“ თავდამსხმელის, პატრიკ შიკის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, წერს ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტები დამყარდა, თუმცა მოლაპარაკებები კონკრეტულად ჯერ არ არის დასრულებული. აღნიშნულია, რომ „ბაიერი“ შიკისთვის 25-30 მილიონ ევროს მოითხოვს, რომლის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ინგლისური პრემიერლიგა,შიკისთვის სასურველი ვარიანტია. საუდის არაბეთის კლუბების ინტერესის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში მის გადასვლას ამჟამად არ განიხილავენ.

მიმდინარე სეზონში 29 წლის პატრიკ შიკმა „ბაიერში“ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 23 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065471
სარეკლამო ადგილი - 99
X x X