ფეხბურთი

15:00 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის ჰეთ-თრიქით საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, უეფას განვითარების თასზე იღებს მონაწილეობას, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს.

დღეს ალექსანდრე კობახიძის გუნდი ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 4:0 გაანადგურეს. შეხვედრაში საუკეთესო სანდრო მიქაუტაძე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლის გატანა კი, გიორგი გორგაძემ მოახერხა.

მიმდინარე ტურნირზე 16-წლამდელები კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ. ქართველი ფეხბურთელები 16 აპრილს აზერბაიჯანის, ხოლო 19 აპრილს მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 16-წლამდელთა შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ ქუთაისი), ლუკა მამასახლისი (სფფ ქუთაისი).

მცველები: ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანდელაკი (იბერია 1999), გეგა ამაღლობელი (პორტუსი ბათუმი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან მანჩხაშვილი (იბერია 1999), გიორგი რაზმაძე (დინამო თბილისი), გიორგი დოხნაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია)

ნახევარმცველები: საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), ლუკა ხელაძე (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913).

თავდამსხმელები: ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141654
სარეკლამო ადგილი - 99
X x X