ფეხბურთი

14:45 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი კბენას არ ეშვება, ურუგვაელმა ამჯერად თანაგუნდელ ალბას უკბინა (+VIDEO)

გამთენიისას MLS-ის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა "ჩიკაგოსა" და "ინტერ მაიამის" დაპირისპირება, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს, მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, სადაც შეხვედრის მთავარ მსაჯს 8 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია ფეხბურთელებისთვის.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და ფეხბურთელები ერთმანეთში კინკლაობდნენ, "ინტერ მაიამის" ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ძველი ჩვევები გაიხსენა და ამჯერად საკუთარ თანაგუნდელ, ჯორდე ალბას თითზე უკბინა.

ცნობისთვის 8 ტურის შემდეგ "ინტერ მაიამის" 15 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ხოლო "ჩიკაგო" 12 ქულით მერვე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063203