„სან ანტონიომ“ NBA-ს სეზონი „ტორონტოსთან“ გამარჯვებით დაასრულა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 12 ქულით.
გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 125:118 აჯობა. „სპურსი“ აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში 20-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მოიგო.
სანდრო მამუკელაშვილმა 19 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
„სან ანტონიომ“ სეზონი დასავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 48 წაგებით მე-13 ადგილზე დაასრულა.