ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „ნიუკასლმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა.
„ჯორდები“ სანდრო ტონალის გოლით 24-ე წუთზე დაწინაურდნენ, რასაც ალეხანდრო გარნაჩომ მალევე უპასუხა. თუმცა, მეორე ტაიმში „ნიუკასლმა“ მაგრად აჯობა მეტოქეს. დუბლი შეასრულა ჰარვი ბარნსმა, ხოლო საბოლოო შედეგი ბრუნო გიმარაეშმა დააფიქსირა.
„ნიუკასლი“ 56 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს“ მხოლოდ 38 ქულა აქვს და მე-14 საფეხურს იკავებს.